რომელი ვიტამინები სჭირდება მოზარდ გოგონას და ბიჭს - ამის შესახებ ბევრმა მშობელმა არაფერი იცის

რომელი ვიტამინები სჭირდება მოზარდ გოგონას და ბიჭს - ამის შესახებ ბევრმა მშობელმა არაფერი იცის

თქვენი შვილები წამოიზარდნენ. უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, იმდენი ზრუნვა აღარ სჭირდებათ, რამდენიც 5 წლის ასაკში. თიჯეინერები ხომ ლამის თვითონ "უვლიან თავს" - თითქმის მთელს დღეს მშობლის მეთვალყურეობის გარეშე ატარებენ, აღარც ძილის რეჟიმი ადარდებთ და არც კვების წესებს იცავენ. ნებისმიერი გიჟური დიეტის წამოწყება შეუძლიათ და სულ უბრალო მიზეზის გამო შეიძლება საშინელი სტრესი მიიღონ. ისტერიკის მოწყობაც კარგად გამოსდით და დეპრესიის პერიოდიც არ არის მათთვის უცხო.

დიახ, რაც უფრო იზრდებიან ჩვენი შვილები, მეტი რისკი და დატვირთვა აქვს მათ სხეულსა და ფსიქიკას. მოზარდობის წლები ხომ

ძვლების ზრდის სისწრაფით, ემოციური დაძაბულობითა და ჰორმონული ცვლილებებით ხასიათდება. სწორედ ეს ასაკობრივი ცვლილებებია ფიცხი, ნერვიული, დეპრესიული და ზოგჯერ სასტიკი ქცევების მიზეზი.

რით ვუშველოთ ამ პრობლემას და როგორ გადავალახინოთ ჩვენს შვილებს ეს რთული ასაკი? ამ თემაზე ფსიქოლოგებს ბევრი უმსჯელიათ, თუმცა ვფიქრობთ, სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ბრიტანული გამოცემა dailymail-ის სამედიცინო რუბრიკაში გამოქვეყნებული სტატია.

"ვიტამინებს რთული ქცევის მქონე მოზარდების გამოსწორება შეუძლიათ" - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც მოზარდებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს გვაცნობს. სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 12 კვირის განმავლობაში ომეგა 3-ითა და ვიტამინებით კვებავდნენ, უკეთ იქცეოდნენ, ვიდრე ამ დანამატების მიღებამდე. ნაკლებად იგვიანებდნენ გაკვთილებზე, შემცირდა კონფლიქტების რიცხვიც.

ამ მოზარდებზე დაკვირვების შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ არასრულფასოვანი კვება და გარკვეული ნივთირებების ნაკლებობა მათი გონების მუშაობაზეც უარყოფითად აისახება და ასოციალურ ქცევებსაც იწვევს. ხოლო თუ ორგანიზმს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით მოამარაგებთ, გაცილებით გაუმჯობესდება მოსწავლეების ქცევაც და აკადემიური მოსწრებაც.

 

  • ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ სტაინი: "საკვები ნივთიერებების დეფიციტმა მოსწავლეები ანტისოციალურ ქცევამდე მიიყვანა. ანალიზებმა გვაჩვენა, რომ სრულფასოვან კვებას ქცევის გაუმჯობესებამდე მივყავართ"
  • ექიმი ჯონათან ტამემი: "პირველ რიგში მშობლები უნდა ეცადონ, რომ სრულფასოვნად კვებონ თავიანთი შვილები. გაამდიდრონ მათი მენიუ ვიტამინებით, სასარგებლო მინერალებითა და ომეგა 3-ით. მაგრამ როცა ბავშვი ჯიუტობს, არ მიირთმევს სასარგებლო საკვებს და "ფასტ ფუდით" კმაყოფილდება, ამ დროს სპეციალურ ვიტამინების კომპლექსსა და საკვებ დანამატებს უნდა მიმართოთ. ჩვენი დაკვირვებით, მოზარდთა მესამედი მოიხმარს შაქარსა და ცხიმს გადაჭარბებით. მათი მენიუ ღარიბია. ამ შემთხვევაში საკვები დანამატების მიღება დაიცავს მათ ანტისოციალური ქცევისგან".

ვიტამინები გოგოსთვის და ბიჭისთვის

თანამედროვე მედიცინა უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზმის გაძლიერებას ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. მეტიც, ევროპელი ექიმები სქესთა შორის განსხვავებასაც ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ გოგონების და ბიჭების ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებზე აქვთ მოთხოვნილება და ვიტამინების განსხვავებული კომპლექსიც ესაჭიროებათ. ამ მოსაზრებას თანდათან მეტი ექიმი ეთანხმება და ევროპული ფარმაცევტული კომპანიებიც ცდილობენ, მაქსიმალურად უპასუხონ ახალ სამედიცინო მოთხოვნებს.

დღეს ევროპაში ვიტამინები გოგონებისთვის და ვიტამინები ბიჭებისთვის აღარავის უკვირს. საქართველოში კი მშობლების უმრავლესობას არც სმენია, რომ გოგო-ბიჭისთვის განსხვავებული ვიტამინები არსებობს.

უზარმაზარი არჩევანის მიუხედავად, ჩვენს სააფთიაქო ქსელში სქესის მიხედვით განსხვავებული მხოლოდ ერთი დასახელების ვიტამინი აღმოვაჩინეთ. ეს გახლავთ "ველთინი პლუსი გოგო" და "ველთინი პლუსი ბიჭი".

რას წარმოადგენს ეს მედიკამენტები, რომელი ასაკისთვისაა და რით განსხვავდება ერთმანეთისგან? ამ კითხვებზე პასუხების მიღება მედიკამენტის ოფიციალური ანოტაციისგან ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ველთინი პლუსი ბიჭებისთვის, სხვა სტანდარტულ კომპონენტებთან ერთად, შეიცავს ლიკოპენს. ამ ნივთიერებას უდიდესი როლი ენიჭება მამაკაცის მომწიფების პროცესში.

ხოლო ველთინი პლუსი გოგო შეიცავს უფრო მეტ რკინასა და ვიტამინ b12-ს, რომელიც სისხლწარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ასევე შტოშის ექსტრაქტს, რომელიც ანტიოქსიდანტია და ქალურ ჰორმონალურ ბალანსს აწესრიგებს. ასევე ყურძნის თესლის ექსტრაქტს, რომელიც აკნეს პრობლემის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა და სილიციუმს ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის.

რაც შეეხება ასაკს, ველთინი პლუსი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის ასაკის თინეიჯერებისთვის და მოზარდი ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებებს პასუხობს.

ვფიქრობთ, ევროპელი ექიმების მოსაზრებები ვიტამინებთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. მომავალში ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით და ვეცდებით, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მოზარდთათვის განკუთვნილი ვიტამინების შესახებ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."