ვანო ზარდიაშვილი - ჩვენ არ მივიღებთ "თეთრი ხმაურის" და კლუბ "ბასიანში" დაწერილ კანონპროექტს - სახელმწიფო მათ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება

ვანო ზარდიაშვილი - ჩვენ არ მივიღებთ "თეთრი ხმაურის" და კლუბ "ბასიანში" დაწერილ კანონპროექტს - სახელმწიფო მათ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ჩვენ ახალ კანონპროექტს მივიღებთ, რომელიც მთავრობაში მუშავდება და არა "თეთრი ხმაურის" და კლუბ "ბასიანში" დაწერილ კანონპროექტს, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებასა და გასაღებისთვის ძალიან მცირე სასჯელებს გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართული სახელმწიფო "თეთრი ხმაურის" შატაჟს ვერ დაექვემდებარება".

"პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. გააქტიურდა უწყებათაშორისი კომისია. სახელმწიფო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას დააფიქსირებს. მინდა შევაქო ყველა სამართალდამცავი, ვინც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში არ გავრცელდეს ნარკოტიკები და გამსაღებლებს სხვისი შვილების მოწამლვის საშუალება არ მიეცეთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურას ასეთი ეფექტური მუშაობისთვის. სახელმწიფო ვერანაირი "თეთრი ხმაურის" და კლუბ "ბასიანის" შანტაჟის ქვეშ ვერ მოექცევა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებს რეფორმას, რომელიც იქნება ლიბერალური მომხმარებლების მიმართ, მაგრამ ძალიან მკაცრი და დაუნდობელი ნარკოტოკების რეალიზატორების მიმართ", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."