შეიძინეთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები და დაეხმარეთ უსაყვარლეს თუთას!

შეიძინეთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები და დაეხმარეთ უსაყვარლეს თუთას!

1 წლისა და 6 თვის თუთა ცქიტიშვილს, რომელსაც მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ულამაზესი პატარა გოგონას ამბავმა რამდენიმე დღეში მთელი სოციალური ქსელი გააერთიანა, ფეისბუქში უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებს პოსტებს ჰეშთეგით #თუთასთვის და ერთმანეთს ბავშვის დახმარებისკენ მოუწოდებენ, რადგან თუთას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

იმისთვის, რომ თუთას გერმანიაში უმკურნალონ, 100 ათასი ევროა საჭირო. საზოგადოების დახმარებით, გერმანიის კლინიკაში გადაირიცხა სამკურნალო თანხის ნაწილი და გუშინ ოპერაცია წარმატებით დასრულდა - თუთა კარგად გრძნობს თავს! თუმცა, გრძელდება ქიმიოთერაპია, რისთვისაც ასევე საჭიროა თანხები.

პატარა გოგონას დახმარების სურვილს სხვადასხვა ორგანიზაციებიც გამოთქვამენ. სტამბა "პრინტარეა" მომხმარებელს სპეციალურ საქველმოქმედო აქციასაც კი სთავაზობს - თუკი შეიძენთ ცნობილი მხატვრების 50 რეპროდუქციიდან ერთ-ერთს, თქვენს მიერ გადახდილი თანხა მთლიანად პატარა თუთას ოჯახს გადაერიცხება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, მცირედი წვლილი შევიტანოთ პატარა თუთას გამოჯანმრთელებაში და ჩვენს საიტზე განთავსდა 50 რეპროდუქცია კანვასზე, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება მის ოჯახს" - ვკითხულობთ "პრინტარეას" ფეისბუქ გვერდზე. კანვასზე გადატანილი რეპროდუქციების ფასი 35 ლარს შეადგენს.

რეპროდუქციების შესაძენად იხილეთ ბმული: printarea.ge/tutastvis

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი