კადრები რიკოთიდან, სადაც მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

კადრები რიკოთიდან, სადაც მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანას გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. ავტომობილში ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ.

ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე დაიღუპნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და ის მალევე გაწერეს.

იხილეთ ვიდეო: უმძიმესი ავარია რიკოთის გვირაბთან

ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წაიკითხეთ: რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

კადრებს შემთხვევის ადგილიდან "რუსთავი 2" ავრცელებს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია