"ლევანი არის პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, რომელმაც გამარჯვება შეძლო!"- ირაკლი კობახიძე გორგაძის წარმატებაზე

"ლევანი არის პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, რომელმაც გამარჯვება შეძლო!"- ირაკლი კობახიძე გორგაძის წარმატებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუმოისტ ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოგებას ულოცავს.

"გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას - სუმოისტ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის მოგებას! ლევანი არის პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო!" - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."