ქართველი ქალის მიერ სტამბოლში ჩადენილი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

ქართველი ქალის მიერ სტამბოლში ჩადენილი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

სტამბოლში ქართველი ქალის მიერ მეგობარი მამაკაცის მკვლელობის, შემდეგ კი ჩადენილი თვითმკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალი ხდება ცნობილი. გამოცემა "მილიეტის" ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ 51 წლის მამაკაცმა 50 წლის ქალს 3 000 თურქული ლირა ასესხა, მკვლელობის ღამეს კი ფულის ასაღებად მივიდა.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

იხილეთ ვიდეო: ახალი დეტალი ქართველი ქალის მიერ სტამბოლში მეგობარი მამაკაცის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის შესახებ

მაშინ მედია წერდა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის შეკამათება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შემთხვევის დროს ქალმა მამაკაცს იარაღი ესროლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

მომხდარის შესახებ პოლიციას ქართველი ქალის შვილმა შეატყობინა, რომელმაც სახლში დაბრუნების შემდეგ გარდაცვლილები აღმოაჩინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ