პაატა ბურჭულაძეს, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ

პაატა ბურჭულაძეს, სავარაუდოდ,  9 თებერვალს დაკითხავენ

პროკურატურა საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს ფონდ "იავნანას" საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურას რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი საქართველოში ჩამოსვლას 8-9 თებერვალს გეგმავს და მზად არის გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს.

"ამ მიმართვის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ ბატონი პაატას დაკითხვა, სავარაუდოდ, 9 თებერვალს მოხდება. აქედან გამომდინარე, 9 თებერვალს ალბათ, პაატა ბურჭულაძე, მოსამართლის წინაშე დაიკითხება", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ "იავნანას" თანხების გაფლანგვას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ