სააკაშვილი - მე ჯერ პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს მთავაზობდნენ

სააკაშვილი - მე ჯერ პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს მთავაზობდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე მას არსენი იაცენიუკის მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს სთავაზობდნენ. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის უზენაეს სასამართლოში, მისი საჩივრის განხილვის დროს განაცხადა.

"მე პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს მთავაზობდნენ, თუმცა იაცენიუკს გავესაუბრე და მივხვდი, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა. შემდეგ მე გავხვდი პოროშენკოს მრჩეველი, სადაც ვიმუშავე იქამდე, ვიდრე ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე ვერავინ მოძებნეს. მე საკუთარი კანდიდატურა შევთავაზე და პოროშენკო დიდი სიხარულით დათანხმდა... შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტები... მე გადავდექი... გადადგომამდე პრეზიდენტი მთავაზობდა უკრაინის ელჩის თანამდებობას ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში - უკრაინიდან შორს. მე უარი განვუცხადე და ამერიკაში წავედი", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."