მსოფლიოს მოწინავე დეველოპერული პაკეტი საჩუქრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს

მსოფლიოს მოწინავე დეველოპერული პაკეტი საჩუქრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს

სასწავლო და სატრენინგო მასალები, წვდომაღრუბლოვან აპლიკაციებსა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ბაზები და სხვა მრავალი შესაძლებლობა იმ დეველოპერულ პაკეტში შედის, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი მიიღებს.

დეველოპერული პაკეტის ჯამური ღირებულებაც 3მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და მას 2017 წლის მონაცემებით, 26 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აღნიშნულ პლატფორმაზე წვდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს გაეხსნა. შედეგად უფასო წვდომას მსოფლიოს საუკეთესო დეველოპერულ ინსტრუმენტებთან ერთ სივრცეში, სწავლის პროცესში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და 1500 აშშ დოლარამდე ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს, აშშ-ში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაცია GitHub-თან პარტნიორობის ფარგლებში გადასცემს.

"აღნიშნული დეველოპერული პაკეტი უმნიშვნელოვანესია სწავლის პროცესში. GitHub არის პროგრამისტებისთვის ძალიან სასარგებლო და საჭირო სისტემა, სადაც ხდება პროგრამაზე ჯგუფურად მუშაობისას კოდის ცალკეული ნაწილების ატვირთვა და ვერსიების კონტოლი. ჩვენ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, აღნიშნულ პლატფორმაზე მუშაობის უფლება მოვიპოვეთ სტუდენტებისთვის. მასში შემავალი ცალკეული პროდუქტების ღირებულება ძალიან მაღალია. საუბარია Microsoft, Atom, Digital Ocean, Amazon Cloud და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს მოწინავე პროვაიდერებზე, რომელიც ერთიანი სასაჩუქრე ვაუჩერის ფორმატში ჩვენ სტუდენტებს გადაეცემათ. ამ შესაძლებლობებით მათი ცოდნის ხარისხი და პროფესიონალიზმის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება და გადხის მათ კონკურენტულს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალური შრომის ბაზრებზეც" - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

აღნიშნულ სიახლეს სტუდენტებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან დეველოპერებისთვის საჭირო რესურსები ხშირ შემთხვევაში ძვირადღირებული და რთულად მოსაპოვებელია ხოლმე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."