რუსეთში ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ მონიავა დააკავეს

რუსეთში ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ მონიავა დააკავეს

რუსეთში, სამარის ოლქში 61 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ მონიავა დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამარის ოლქის სოფელ პოდსტეპკიში პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომელიც სანომრე ნიშნების გარეშე გადაადგილდებოდა. მანქანის ერთ-ერთი მგზავრი სწორედ ვასილ მონიავა აღმოჩნდა. მანქანის დათვალიერების დროს მონიავას სავარძელის ქვეშ პოლიციამ РГД-5-ის ტიპის ყუმბარა და ხელყუმბარის ფალია აღმოაჩინა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის” მუხლით.

მედიის ინფორმაციით, ვასილ მონიავა, იგივე "ვასო" 1956 წელს ქალაქ ხონში დაიბადა და საერთო ჯამში საპატიმრო დაწესებულებებში დაახლოებით 20 წელი გაატარა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ