"უთქვამს, მუცელი მტკივაო... რამდენიმე წუთში მამას ჩაკვდომია ხელში" - რას ჰყვებიან თანასოფლელები 15 წლის გოგონას გარდაცვალებაზე

"უთქვამს, მუცელი მტკივაო... რამდენიმე წუთში მამას ჩაკვდომია ხელში" - რას ჰყვებიან თანასოფლელები 15 წლის გოგონას გარდაცვალებაზე

ბაღდადის სოფელ როხში წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა, - სამხარაძეების ოჯახში მამას 15 წლის მარიამ სამხარაძე დილის 6 საათზე ჩააკვდა ხელში.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა, სოფელი, რომელიც მარიამის სიკვდილმა შოკში ჩააგდო, გოგონას თვითმკვლელობას გამორიცხავს. თანასოფლელების თქმით, ის ყველასთვის გამორჩეული და სანიმუშო ბავშვი იყო. სოფელ როხის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა სულისშემძვრელ ტრაგედიაზე მწუხარებით საუბრობს:

- მარიამს თავი არ მოუკლავს... ამქვეყნად ბევრი როდია მასავით სათნო და ჭკვიანი გოგონა. ამ ოჯახს და ამ ბავშვს ისედაც ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი, ნუთუ კიდევ ეს უბედურება უნდა დატრიალებულიყო?!

წლების წინ, ოჯახში პირველი შვილიც გარდაეცვალათ, 2-3 წლის იქნებოდა. ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ დედამ მარიამი და მისი ძმა დატოვა და გაუჩინარდა. ალბათ 7-8 წელი იქნება აღარ გამოჩენილა. მარიამი და მისი უფროსი ძმა, რომელიც 18 წლის არის, მამამ გაზარდა... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ