"ყვარელრემმშენის" დირექტორის პირველი კომენტარი მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ შემთხვევაზე

"ყვარელრემმშენის" დირექტორის პირველი კომენტარი მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ შემთხვევაზე

მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჯერ არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და მას ჩამოჰყვა ჩვენი გაკეთებული ჭერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შპს "ყვარელრემმშენის" დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ისნის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, თავიდანვე იყო შეთანხებული, რომ მეტროს სადგურში იქნებოდა დაკიდებული ჭერი და სამუშაოებთან დაკავშირებით არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია. მან პოლიციის შენობა ციტა ხნის წინ დატოვა.

ნახეთ ვიდეო

როგორც ცნობილია, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი დღეს დილით ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომლებიც 4 კლინიკაში არიან გადანაწილებულნი.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" გაავრცელა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიას თვითმხილმა მიაწოდა, ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები ჩანან, რომლებსაც სხვა მგზავრები და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები დახმარებას უწევენ.

ასევე წაიკითხეთ: რა მოხდა "ვარკეთილის" მეტროში - თვითმხილველი შემთხვევის დეტალებს ყვება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი