"შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა დაზიანება" - რას ყვება 35-ე სკოლის მოსწავლის მშობელი დაპირისპირების მიზეზზე

"შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა დაზიანება" - რას ყვება 35-ე სკოლის მოსწავლის მშობელი დაპირისპირების მიზეზზე

გუშინ დაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის, ირაკლი ცანავას განცხადებით, ბავშვებს ჭრილობები მათივე უცნობმა თანატოლებმა მიაყენეს. ამის შესახებ ირაკლი ცანავამ ჟურნალისტებს დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან განუცხადა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის მამა და ახლობლები. ირაკლი ცანავას თქმით, მოზარდებს დაპირისპირება სრულიად უცნობებთან მოუვიდათ, თუმცა იგი ვერ საუბრობს, რის საფუძველზე მოხდა მათ შორის კონფლიქტი. ცანავას განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"არ ვიცი ზუსტად რამ გამოიწვია კონფლიქტი. ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა დაზიანება. მე ასე ვიცი, რომ სრულიად უცნობი პირები არიან. მათივე ასაკის მოზარდები არიან და უცნობია, რატომ მოხდა მათ შორის დაპირისპირება. გამოძიება არ ჩატარებულა, საიდან უნდა ვიცოდე? ბავშვი რეანიმაციაშია, ჭრილობები აქვს, შესაბამისად, არ არის იმ მდგომარეობაში რომ მომხდარი თავიდან ბოლომდე მომიყვეს, ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ყვება", - განაცხადა ირაკლი ცანავამ.

35-ე სკოლის ორი მოსწავლე გუშინ დაჭრეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ