ადვოკატი - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა

ადვოკატი - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, 35-ე საჯარო სკოლის მოსაწავლეების დაჭრის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი საგამოძიებო ორგანოში დღეს თავად გამოცხადდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, მისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

"იქედან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანია, "კოდექსი არასრულწლოვნების შესახებ" არ გვაძლევს უფლებას, დეტალებზე ვისაუბროთ. ნამდვილად ვარ არასრულწლოვნის ადვოკატი, რომელიც თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სამართალდამცველებმა თბილისში, წითელ ბაღში მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული - 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ