რა ცვლილებები იგეგმება შსს-ში - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით განახლდება

რა ცვლილებები იგეგმება შსს-ში - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქმნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც უწყებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მისაწოდებლად.

"დღეს ჩვენ მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ - ჩვენ ვიწყებთ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლებას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია "მიცუბიშს", რომელთა დახმარებითაც დღეს ჩვენ გადმოგვეცემა 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომობილი, რაც ხელს შეუწყობს საპოლიციო მომსახურეობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერის გარეშე ამ იდეის განხორციელება, რომ ეს ავტოპარკი გადასცემოდა საპატრულო პოლიციას, ჩვენ ალბათ, გაგვიჭირდებოდა", - განაცხადა გახარიამ.

ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, - განაცხადა ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

"გასულ კვირაში იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის გვქონდა ორი მიზეზი. ერთ-ერთი იყო ის, რომ ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ, იგივე ლევან გორგოძემ, მოიპოვა იმპერატორის თასი და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველად მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა. ასევე აქტუალურია იაპონია იმ მიზეზის გამო, რის გამოც დღეს შევიკრიბეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია "მიცუბიშს" ამ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. ეს არის 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლებისა და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები: ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება, შეღავათიანი დასაბეგვრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე, ელექტროავტომობილების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დაბეგვრა. შედეგად დღეს მივიღეთ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35%-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."