რას ყვება პატრული, რომელმაც მეტროში "თავისუფლების მოედანი" ორი პირი დააკავა

რას ყვება პატრული, რომელმაც მეტროში "თავისუფლების მოედანი" ორი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" ორი პირის დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც პატრულ-ინსპექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, გიორგი სილაგაძემ და თეიმურაზ მენაბდიშვილმა მისი მისამართით ჯერ გადააფურთხეს, "შემდეგ კი მისი ოჯახის მიმართ ლანძღვა დაიწყეს".

"ყოველივე ამაზე მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავახტი ესკალატორს, ჩავსრიალდი ესკალატორზე, პირველ რიგში, მივედი გიორგი სილაგაძესთან და განვუმარტე, რომ დაკავებული იყო პოლიციელის შეურაცხყოფისთვის. ვუთხარი, რომ უნდა გამეკეთებინა მისთვის ბორკილი, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი გამოვიყენებდი ძალას", - განაცხადა პროცესზე სოსო გოგაშვილმა.

თავის მხრივ, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მისი მისამართით გადაფურთხება უარყო გიორგი სილაგაძემ.

"რატომ ფიქრობს, რომ ეს იყო მის მიმართ? თუ გამოხედვაშია პრობლემა და შეხედვაშია, ეს არ ვიცი, რომელ კანონში და რომელ სამართალში ზის", - აღნიშნა პროცესზე სილაგაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე უკვე დაიკითხა მოწმე, რომელიც დაკავების პროცესს ტელეფონით იღებდა.

ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, პროცესის განახლების შემდეგ კი დაიწყება მეტროსადგურში დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებული ვიდეომტკიცებულებების განხილვა, რომლითაც, დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელების მხრიდან აღნიშნული პირების მიმართ ძალის გადამეტება დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე დღის წინ გამართულ პროცესზე მოსამართლემ ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ