ომალოში დაჭრილი მამაკაცი თელავში ვერტმფრენით გადაჰყავთ

 ომალოში დაჭრილი მამაკაცი თელავში ვერტმფრენით გადაჰყავთ

თელავის აეროპორტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. მედიკოსები თუშეთიდან 37 წლის პაციენტს ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზურაბ იჭირაულს ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის თუშეთის სოფელ ომალოში ცხოვრობს, საიდანაც, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

თუშეთის ექიმის, ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, ზურაბ იჭირაულს ჭრილობა ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი მონადირეა და სავარადუდოდ, მან დაზიანება შემთხვევით, თავად მიიყენა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ