"ინტერნეტი ქმნის ძალადობის ახალ ფორმებს..." - რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვებს "ონლაინ ცხოვრებამ"

"ინტერნეტი ქმნის ძალადობის ახალ ფორმებს..." - რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვებს "ონლაინ ცხოვრებამ"

"ბავშვობაში მეც ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ მაშინ, ჩემს ბავშვობაში, სახლში რომ შემოვიდოდი და კარს დავხურავდი, იქ მთავრდებებოდა ჩემი ჩაგვრა. ახლა მარტო არასდროს ხარ. ახლა ბულინგი კვირაში 7 დღე, 24 საათი გრძელდება. ეს არის ონლაინ ცხოვრების ზიანი" – ამბობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი ბავშვების მიერ ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში, ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჯონ კარი.

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები, მსოფლიოს ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედია. ყოველი სამიდან ერთი ბავშვი ინტერნეტმომხამრებელია. ინტერნეტით დაინტერესებული ბავშვების ასაკი სულ უფრო მცირდება.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვებს ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ, კარგია. თანამედროვე ეპოქაში ციფრული ბარიერი დაკარგულ შესაძლებლობებს უდრის. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი მოკლებულნი არიან საგანმანათლებლო რესურსებს, გლობალურ ინფორმაციას, როგორც ციფრული უნარების შეძენას, ასევე თვითგამოხატვის ახალი ფორმების განვითარების შესაძლებლობას. დადგენილია, რომ როცა ადამიანი ზრდასრულ ასაკს აღწევს და შრომით საქმიანობაში ერთვება, ინტერნეტზე წვდომა ან მისი უქონლობა შესაძლოა მისთვის პირდაპირ ნიშნავდეს თავის რჩენის შესაძლებლობას ან ამ შესაძლებლობის არ ქონას. ინტერნეტით მოსარგებლე ბავშვები საკუთარ სათქმელს გამოხატავენ ბლოგებით, ვიდეოებით, სოციალური მედიით, ჰაშთაგებით და სხვა საშუალებებით. ისინი აღიარებენ ციფრული საშულებების პოტენციალს ინფორმაციის მოპოვებაში და იმ პრობლემების მოგვარებაში რაც მათ ოჯახებსა და თემებს აწუხებს... განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ