ავსტრიაში ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ერთ-ერთს 6 000 ევროს ოდენობის სუნამოების მოპარვა ედება ბრალად

ავსტრიაში ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ერთ-ერთს 6 000 ევროს ოდენობის სუნამოების მოპარვა ედება ბრალად

ავსტრიის ქალაქ პინკაფელდში პოლიციამ ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 და 31 წლის საქართველოს მოქალაქეებს გამოძიება ავსტრიის 9 ქალაქში ჩადენილ ქურდობას ედავება.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვენის, ზემო ავსტრიისა და ქვემო ავსტრიის ფედერალურ მიწებში, სულ მცირე 6 000 ევროს ოდენობის ძვირადღირებული სუნამოები მოიპარა. ქვემო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია 25 წლის მამაკაცს უკვე ეძებდა, ამიტომ აღნიშნული საქმე მას გადაეცა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ