რუსეთის დუმის "ვარსკვლავი" დეპუტატების შემოსავლები

რუსეთის დუმის "ვარსკვლავი" დეპუტატების შემოსავლები

მასმედიაში რუსი ხალხის რჩეულთა შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ სახელმწიფო დუმის "ვარსკვლავ" დეპუტატებს შორის ყველაზე უზრუნველყოფილი ტანვარჯიშში ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევაა, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთშივე გავრცელებული ხმების თანახმად, ვლადიმირ პუტინის საყვარელი და მისი უკანონო შვილის დედაცაა.

ალინა კაბაევას შემოსავალმა შარშან 12,9 მლნ რუბლი შეადგინა. სპორტსმენის საკუთრებაშია ნაკვეთი, სამი ბინა და ორი მანქანა. ხელისუფლებაში ყოფნას სპორტსმენი წარმატებით უთავსებს სატელევიზიო კარიერას: კაბაევა ტელევიზიაში უძღვება პროგრამას "ნაბიჯები წარმატებისკენ".

კიდევ ერთი ყოფილი ტანმოვარჯიშის სვეტლანა ხორკინას წლიური შემოსავალი სულ რაღაც 4,4 მლნ რუბლით ნაკლები აღმოჩნდა. ყოფილი სპორტსმენის საკუთრებაში სამი მანქანა, სამი ბინა, სამი ნაკვეთი, ასევე სახლი და ავტოფარეხია.

იოსებ კობზონის ადრე გამოქვეყნებული საშემოსავლო დეკლარაცია ადასტურებს, რომ შარშანდელი წლის განმავლობაში მან კაბაევაზე თითქმის სამჯერ ნაკლები გამოიმუშავა - 4,8 მლნ რუბლი. მის საკუთრებაში არის ნაკვეთი, სამი სახლი, ბინა, ორი ავტოფარეხი და ორი მანქანა. აი, მისი ცოლი კი საკმაოდ უზრუნველყოფილი ბრძანდება - მის სახელზე გაფორმებულია ხუთი მიწის ნაკვეთი, სახლი, ოთხი ბინა, ხუთი ავტოფარეხი და ორი მანქანა. მისი შემოსავლები კი 3 მლნ რუბლს შეადგენს.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სახელმწიფო დუმის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონ სიხარულიძემ შარშან 1,9 მლნ რუბლი გამოიმუშავა. მის საკუთრებაში სამი ბინა, აგარაკი და ორი ავტომანქანაა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"