კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის მენეჯერი ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა

კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის მენეჯერი ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა

სამართალდამცველებმა "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ "ლირიკა"-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ჭელიძის განცხადებით, ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი "სუბოქსინი" და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ