ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის შვილის ყოფილი ძიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

 ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის შვილის ყოფილი ძიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის შვილის ყოფილი ძიძის, ნინო ბოჭორიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა ნინო ბოლქვაძემ განაცხადა, ესაა ქმედება, რომელიც ნინო ბოჭორიშვილის დაშინებისკენაა მიმართული.

"ესაა ქმედება, რომელიც მიმართულია მისი დაშინებისკენ. ვინაიდან, ნინო ბოჭორიშვილმა ამხილა პროკურორი ისეთ ქმედებებში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ვერაფერს იპოვიან და თვითონაც იციან, რომ არაფერია საძებარი. როგორც ნინო ბოჭორიშვილმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა, ამოიღეს ტექნიკა და ეძებენ ვიდეოს, რომელიც ნინო ბოჭორიშვილს, მისივე განმარტებით, ნანახიც არ აქვს", - განუცხადა ნინო ბოლქვაძემ "რუსთავი 2"-ს.

ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი მისი შვილის ყოფილ ძიძას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ნინო ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, რითაც თანამდებობას ბოროტად იყენებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ