საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის ვიზიტის დასრულებამდე მინისტრის მოვალეობას ასრულებს და სტუმარს მასპინძლობს.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსისთვის" ოფიციალური წყაროდან გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, პოლოლიკაშვილი დიპლომატიურ სამსახურს უბრუნდება. ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე კი ”კოალიცია სამართლიანობისთვის” ხელმძღვანელი ვერა ქობალია და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი განიხილებიან.