დიღმის ტყე-პარკში სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციის თანამშრომლები, სავარაუდოდ დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობის შესაძლო იარაღს ან რაიმე მტკიცებულებას ეძებენ, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილმა შესაძლოა მოიცილა.
გადაკეტილია ახმეტელის ქუჩის ის მონაკვეთი, რომელზეც სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილმა გადაირბინა. დღის განმავლობაში საგამოძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ასევე შსს-ს კინოლოგიის სამსახური. სწორედ დიღმის ტყე-პარკისკენ აიღეს კვალი დღის გამავლობაში შს სამინისტროს გაწვრთნილმა ძაღლებმა.
დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.