რა ახალი რეგულაციები წესდება მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში

რა ახალი რეგულაციები წესდება მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში

მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან.

"იცით, რომ ვახორციელებთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უნდა გამყარდეს შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რამდენიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც არსებითად იცვლება მიდგომა ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ.

ამ ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში. პირველივე დღიდან ეს სამსახურები უნდა იყოს ჩართული, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება, გათვლა თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო მებართვები გაცემული.

იხილეთ ვიდეო: ახალი ვალდებულება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში - კალაძის განცხადებ

ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. ასევე მშენებელს ვალდებულება ექნება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესახებ, დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოაქვეყნოს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა პროექტის შესახებ. ეს ეხება არამხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მერიასაც. არსებული პარკები და სკვერები არ არის საკმარისი და ყველა მშნებლობის დროს ყურადღება დაეთმობა მიმდებარე ტერიტორიის მოწერიგებას და გამწვანებას", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლითაც თბილისი უნდა გამწვანდეს. მისივე თქმით, ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით.

"დღეს პირველად ვამტკიცებთ აქტს, რომლითაც განისაზღვრება 50-ზე მეტი ჯიშის ხე და რომლითაც მოხდება თბილისის სამომავლო გამწვანება. ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით და მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები - ადრე თუ მშენებლობის ნებართვა ისე გაიცემოდა, რომ არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტის ნაკადები, ამ შემთხვევაში ტრანსპორტის სამსახური ადრეულ ეტაპზევე ჩაერთვება განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მშენებლობის ნებართვისთვის სავალდებულო იქნება მის მიერ გაცემული დასკვნა.

ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე უკვე საკანონმდებლო დონეზე წარვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რაზეც მუშაობა დაწყებულია საქართველოს პარლამენტთან", - განაცხდა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."