ბინები, ავეჯი და სამკაულები - რა ქონება შეიძინეს მინისტრებმა გასულ წელს?

ბინები, ავეჯი და სამკაულები - რა ქონება შეიძინეს მინისტრებმა გასულ წელს?

მინისტრების შემოსავალი და ქონება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. კრიტიკის საგანი კი განსაკუთრებით მათ მიერ შეძენილი ძვირად ღირებული უძრავი ქონება და ფუფუნების საგნები ხდება ხოლმე.

Allnews.ge-მ მინისტრების ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე აღმოაჩინა, რომ გასულ წელს უძრავი ქონება, ავტომობილები, ტექნიკა, ავეჯი თუ სამკაულები ექვსი მინისტრის ოჯახმა შეიძინა. აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნაწილს დეკლარაცია 2018 წელს ჯერ არ განუახლებია.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2017 წელს კვირიკაშვილის მეუღლემ, მაია ცინაძემ 19 784 ლარის ღირებულების ავეჯი შეიძინა. თავად პრემიერმა კი, როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ჯერ 2 120,

ხოლო შემდეგ 1998,99 ლარის ტექნიკა იყიდა.

თეა წულუკიანმა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებს, 2017 წელს რამდენიმე შენაძენი გააკეთა, 6 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი მესტიაში, სოფელ ზემო ლუპაში აჩუქეს. გარდა ამისა, მინისტრის მეუღლემ, ნუგზარ კაკულიამ ავტომობილი გაცვალა და სანაცვლოდ 2006 წლიანი AUDI Q7 მიიღო.

თავად იუსტიციის მინისტრის ხარჯები კი უძრავი ქონების სარემონტოდ და მოსაწყობად ასეთი იყო: "ელიტ ელექრონიქსში" 1 614,99 ლარის ღირებულების პროდუქცია, 7 826,5 ლარის ხეები, 2 000 ევროს ღირებულების "დიოს" პროდუქცია. სამშენებლო და სხვა სამუშაოებსა და აუზის მოსაწყობად კი თეა წულუკიანმა 24 033 ლარი დახარჯა. ასევე სარწყავი სისტემის მოწყობაში მან 4 000 ლარი გადაიხადა. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."