ახალი დეტალები სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ

ახალი დეტალები სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ

ნაძალადევის მე-12 საშუალო სკოლის დირექტორი მედეა გურგენიძე ადასტურებს, რომ მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად ნაცემია ერთი მოსწავლე, რომელიც კერძო სკოლა "ლამპარში" სწავლობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გურგენიძემ განუცხადა, დაშავებული მე-10 კლასის მოსწავლეა.

"ჩვენ სკოლაში დაშავებული არ გვყავს. დაშავებულია კერძო სკოლა "ლამპარის" მოსწავლე. ახლა ვერკვევი სიტუაციაში. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ჩემი სკოლის მოსწავლე იქ. ბავშვებზე, რომლებზეც ეჭვი აქვთ, ისინი მე-6, მე-7 გაკვეთილებზე იყვნენ. მე ვიცი, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები ინცინდენტში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ დაზუსტებითაც ვერ გეტყვით. დაშავებულია მე-10 კლასის მოსწავლე. სკოლა ვინც დატოვა და იქ იდგა, იმ ბავშვებზეა საუბარი ჩვენი სკოლიდან და გვთხოვენ მათ შესახებ ინფორმაციას. ესენი არიან მე-8 და მე-9 კლასელები. სასწრაფო დახმარების სამსახური ჩვენმა მანდატურმა გამოიძახა, რადგან ის ბავშვი ძალიან ცუდ, არასასიამოვნო მდგომარეობაში ნახა. მოსწავლეს გონება დაკარგული არ ჰქონია, ჩვეულებრივად ადეკვატური იყო, მაგრამ ბავშვი არ იყო სასიამოვნო მდგომარეობაში. ეს ვიცი მანდატურისა და პედაგოგისგან, თვითონ ბავშვი არ მინახავს. ამიტომაც გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს კლინიკაში. მას ჰკითხეს ვინ სცემა, თუმცა, არ ასახელებს", - განაცხადა გურგენიძემ.

ნახეთ ვიდეო: "ამომიყვანეს ეს ბავშვი ნაცემი" - ნაძალადევის მე-12 საშუალო სკოლის დირექტორი

მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ