24 საათიანი პაემანი და ვახშამი ოკეანის ნაპირზე - როგორ მიულოცა ჯორჯ კლუნმა ცოლს დაბადების დღე

24 საათიანი პაემანი და ვახშამი ოკეანის ნაპირზე - როგორ მიულოცა ჯორჯ კლუნმა ცოლს დაბადების დღე

რამდენიმე დღის წინ ჯორჯ კლუნის ცოლს, ამალს 40 წელი შეუსრულდა. წყვილი 2014 წელს ვენეციაში დაქორწინდა, 2017 წლის ივნისში კი ტყუპები, ალექსანდერა და ელი შეეძინათ.

ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მედიისგან და საზოგადოებისგან დამალოს, თუმცა ჟურნალისტები მაინც ახერხებენ, ცნობილი იურისტისა და მსახიობის ურთიერთობის შესახებ საინტერესო ამბები შეიტყონ.

წყვილთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ჯორჯმა დაბადების დღეზე ამალს 24 საათიანი პაემანი მოუწყო. მან იქირავა თვითმფრინავი, რომლითაც ლოს-ანჯელესიდან ბიგ-სურში გადაფრინდნენ. ქალაქს კალიფორნიაში ყველაზე ლამაზი პლაჟები აქვს.

ბიგ-სურში ჯორჯმა და ამალმა მთელი დღე გაატარეს და განმარტოებით დატკბნენ, საღამოს კი წყნარი ოკეანის ხედის ფონზე დაბადების დღე აღნიშნეს.

"აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი" - ნიკოლოზ მანაგაძე "მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გელა ჯანელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"