გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ძმანაშვილი დააკავეს

 გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ძმანაშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ძმანაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება მას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

"ქართული ოცნების" პარტიული სიით გარდაბნის საკრებულოს დეპუტატის დაკავების შესახებ ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოში ადასტურებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა განუცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძმანაშვილი საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული, სადაც დააკავს. მისივე თქმით, ჯერ არ აქვს ინფორმაცია, რა ბრალდებით არის დაკავებული და რას ედავება გამოძიება საკრებულოს დეპუტატს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ