დოდო გუგეშაშვილის მეგობარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუგეშაშვილი დღეს პოლიციამ დაკითხა

დოდო გუგეშაშვილის მეგობარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუგეშაშვილი დღეს პოლიციამ დაკითხა

"მხედრიონის" ყოფილი ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის მეგობარი სამსონ ბრეგვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუგეშაშვილი დღეს პოლიციამ დაკითხა.

როგორც ბრეგვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოდო გუგეშაშვილი საძილე საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ის არ გამოფხიზლებულა, შესაბამისად, მისი დაკითხვა არ მომხდარა.

"დოდო გადარჩენილია. იმედია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. მას საძილე საშუალებები უკეთდება, რათა ფილტვი მალე შეხორცდეს", - აღნიშნა სამსონ ბრეგვაძემ.

მისი თქმით, ნოდარ გუგეშაშვილს ის ბავშვობიდან იცნობა. "ნოდარს ბავშვობიდან ვიცნობდი, დაახლოებით 1992 წლიდან, როცა 6-7 წლის იყო. უწესიერესი, ხათრიანი, ზრდილობიანი ბავშვი იყო. ძალიან იშვიათობაა ასეთი კარგი ბავშვი და ალბათ ყველა მშობლისთვის საოცნებო შვილია", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა.

სამსონ ბრეგვაძისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი და არც ვერსიები გააჩნია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ