ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი მიიღო, რომელიც პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნისგან რადიკალურად განსხვავდება,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატებმა ახალი დასკვნა, შესაძლოა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინონ, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საუბარია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდების დასკვნისგან განსხვავდება.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოში უკვე დაიკითხნენ მოკლული მოზარდების მშობლები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ