რისი ყიდვა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონებით - Bloomberg-ი ბიზნესმენის შესახებ

რისი ყიდვა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონებით - Bloomberg-ი ბიზნესმენის შესახებ

"ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში დაიწყო რკინის მადნის წარმოებაში, ფოლადის ქარხნებში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ინვესტირებით. თავისი აქტივების უმეტესობა მან 2003-2006 წლებში, დანარჩენი კი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე გაყიდა. ერთი წლის შემდეგ ის გადადგა", - წერს Bloomberg-ი.

2018 წლის 9 თებერვლისთვის მას 25 მილიონი დოლარი აქვს დაკარგული.

როგორც გამოცემა წერს, 5.77 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.39 მილიონი უნცია ოქრო და 89.8 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.031%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი

ადამიანის ქონების 0.11%-ს, შეერთებულ შტატებში "ტოპ" 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 91%-ს, 97 732-ჯერ აღემატება შეერთებული შტატების ოჯახის საშუალო შემოსავალს, შეერთებულ შტატებში გაყიდული სახლების 0.359%-ს, შეერთებული შტატების "ტოპ" 100 კოლეჯის შეწირულობის 1.46%-ს.

ივანიშვილის ქონება მომდინარეობს ნავაჭრიდან, რომელსაც ის აგროვებდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრივატიზებული აქტივების გაყიდვიდან. მათ შორისაა სტოილენსკისა და მიხაილოვსკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატები და ორლოვსკის ფოლადის ქარხანა.

1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ივანიშვილმა რამდენიმე დახურული ტიპის ბიზნესი დაიწყო, მათ შორისაა ბანკები "რუსული კრედიტი" (Российский кредит) და იმპექსი, მარცვლეულის გადამამუშავებელი "სტოილენსკაია ნივა" და სააფთიაქო ქსელი

"დოქტორი სტოლეტოვი".

ეს დეტალები მან რუსულ მედიას, "ვედომოსტისა" და "კომერსანტს" განუცხადა, რომლებიც სრული კაპიტალის გამოთვლის საქმეში ძირითად როლს ასრულებენ. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."