"ნაციზმი და ფაშიზმი" - ალიევის განცხადებას სომხეთში აფასებენ

"ნაციზმი და ფაშიზმი" - ალიევის განცხადებას სომხეთში აფასებენ

აზერბაიჯანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევებისთვის ემზადება. ილჰამ ალიევმა არჩევნების გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოულოდნელად მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს ჩატარდება.

მმართველი პარტიიდან "ენი აზერბაიჯანი" პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ ილჰამ ალიევია, რომელიც ამ პოსტზე მეოთხედ იყრის კენჭს. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად პირველად 2003, შემდეგ კი 2008 და 2013 წლებში აირჩიეს.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ - პარტია "მუსავატის" ყოფილი თავმჯდომარე, ისა გამბარი, პარტია "განვითარების" ლიდერი ალი ალიევი და აზერბაიჯანის "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მირმაჰმუდ მირალიოღლუ.

ქვეყნის ადგილობრივი საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ალიევმა მიულოდნელად ვადამდელი არჩევნები დანიშნა... ამის შემდეგ პრეზიდენტს უკვე 7 წლით აირჩევენ. ამის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებები უკვე შეიტანეს. 

ილჰამ ალიევმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია ხმაურიანი განცხადებით დაიწყო - მან სომხეთის დედაქალაქ ერევანს - აზერბაიჯანის ისტორიული ნაწილი, ხოლო მისი დაბრუნებას აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზანი უწოდა. ალიევმა მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანის" მეექვსე ყრილობაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელები ამ ისტორიულ მიწაზე უნდა დაბრუნდნენ.

"ერევანი ჩვენი ისტორიული ნაწილია და  მისი დაბრუნება ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ. ახლა ქვეყანაში სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იქმნება, იღებენ ფილმებს, ტარდება გამოფენები, რომელიც აზერბაიჯანის ამ ისტორიულ მიწასთან კავშირს ეხება და ადასტურებს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოება მხარს აზერბაიჯანს უჭერს.

ალიევის განცხადებაზე სომხეთიდან პასუხმაც არ დააყოვნა - "ნაციზმი და რასიზმი" - ასე შეაფასეს ერევანში ალიევის განცხადება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა მის განცხადებას პროვოკაციული უწოდა. 

"სასაცილოა, რომ პრეზიდენტი ქვეყანისა, რომელიც 100 წლისაც არ გამხდარა, ისტორიულ მიწებზე საუბრობს და მას სომხეთის ტერიტორიებზე აქვს პრეტენზია... ეს ახალი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელ სამყაროში სომხების ნომერ პირველი მტრები სწორედ აზერბაიჯანლები არიან. თავის რასისტულ დამოკიდებულებას ბაქო კიდევ ერთხელ ავლენს", - განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ედუარდ შერმაზანიანის განცხადებით, მორიგი განცხადება არაფერია, თუ არა ცინიზმი. მისივე თქმით, ალიევი, თავისი მმართველობის ფორმით, დღითიდღე ემსგავსება ჰიტლერს.

"ისტორიულად, აზერბაიჯანი ირანის პროვინცია იყო, მისი ჩრდილოეთით, მდინარე არაქსამდე, ამიტომაც, აზერბაიჯანს უჭირს ისტორიულ მიწებში გარკვევა... თანამედროვე კავკასიელ თურქებს ამ ტერიტორიასთან კავშირი არ აქვთ... მათი წინაპარი თურქი ტომები იყვნენ, შუა აზიასა და ალტაიდან. ადრინდელი პრეზიდენტი აბილფაზ ელჩიბეი ამბობდა, რომ აზერბაიჯანული არ არსებობს, არსებობს თურქული ენა. ილამ ალიევის მამის განცხადებით, "არსებობდა ერთი ერი, ორ სახელმწიფოში", - დასძენს სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

კამერუნში, თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია - "რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს"

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში