რას ჰყვებიან მეზობლები ვარკეთილში 18 წლის ბიჭის დაჭრის შესახებ

რას ჰყვებიან მეზობლები ვარკეთილში 18 წლის ბიჭის დაჭრის შესახებ

მეზობლები ვარკეთილში 18 წლის ბიჭის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაინახეს, რომ 18 წლის ბიჭს ორი ახალგაზრდა მისდევდა, სადარბაზოში შეყვნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სულ ორი გასროლა გაისმა, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა ფეხში დაიჭრა. მას პირველადი დახმარება მეზობლებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

"სადარბაზოში შევარდა, შეყვნენ და იქ ესროლეს. ფეხში არის დაჭრილი", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში.

ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით არის დაწყებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ