რამდენი დღე ეყოფა ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს

რამდენი დღე ეყოფა ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს

"რამდენი დღე გააგრძელებდა მუშაობას მთავრობა, ყველა უმდიდრესი ადამიანი თავისი ქვეყნის სახელმწიფო ხარჯებს თუ დაფარავდა?" - ასეთი სიტყვებით იწყებს გამოცემა Bloomberg-ი სტატიას და გვთავაზობს 2018 წლის "რობინ ჰუდის ინდექსს" ამ საკითხის შესასწავლად.

Bloomberg-მა შედარებისთვის აიღო 49 ქვეყანა, სადაც განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმებია, დანახარჯის განსხვავებული ტიპებია და ამ ქვეყნებში ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები. შემდეგ შევადარეთ მათი ქონება 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით სახელმწიფოს ყოველდღიურ ხარჯებს. სხვათაშორის, 49-დან მხოლოდ 4 ქალია: ანგოლაში, ავსტრალიაში, ჩილესა და ნიდერლანდებში.

ქვეყანას რომ ჰქონდეს იმის ფუფუნება, მისი უმდიდრესი ადამიანი იხდიდეს სახელმწიფო

ხარჯებს, ამ ქვეყნების უმეტესობა 100 დღეც კი ვერ გასტანდა, უმეტესობა კი ერთი თვეც ვერ იარსებებდა.

"ინდექსი ადარებს თითოეულ ქვეყანაში უმდიდრესი ადამიანის ქონებას ამავე ქვეყნის სახელმწიფო ხარჯებს. თუ ვთქვათ, სახელმწიფო რესურსები აუცილებლად ამოიწურება და უმდიდრესი მოქალაქის აქტივების ლიკვიდაცია და მთავრობისთვის გადაცემა მოხდება, ინდექსის მიხედვით ნავარაუდევია, რა დროის განმავლობაში იქნება "დაფინანსება" საკმარისი მთავრობისთვის, იმისათვის, რომ სამსახურებმა და სააგენტოებმა მუშაობა გააგრძელოს", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ კვლევა ეყრდნობა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს.

კვიპროსის უმდიდრესი ადამიანი ჯონ ფრედრიკსენი საკუთარი მთავრობის დაფინანსებას 441 დღის განმავლობაში შეძლებდა. 2018 წლისთვის გათვალისწინებული 23.6 მილიონი აშშ დოლარის ხარჯით, მცირე რაოდენობის მოსახლეობისა და შესაბამისად, სოციალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობაზე მცირე დანახარჯით, ამ ყველაფერს დამატებული ის, რომ ეკონომიკა ტურიზმსა და მომსახურებაზე დგას, კვიპროსი ყველაზე დიდ ხანს ისარგებლებდა ფრედრიკსენის 10 მილიარდი აშშ დოლარით. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."