კალაძემ, მეტრო "ვარკეთილში" მომხდარის გამო, სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები დაითხოვა

კალაძემ, მეტრო "ვარკეთილში" მომხდარის გამო, სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები დაითხოვა

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იყო ხარვეზები დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.

"ცოტა ხნის წინ ვარკეთილის "მეტროსადგურში" ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს, თქვენ იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება - ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, მანამდე მინდა სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კალაძის თქმით, აღნიშნული პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ კი, მათ ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს.

"მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და სამწუხაროდ, გამოიკვეთა დარღვევები. კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადებები და მინდა, რომ დაამთავროთ მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ვიცე-მერს, ხმალაძეს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან,"- განაცხდა კალაძემ.

მისივე თქმით, ისინი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ ქალაქს კეთილსინდისიერად მოემსახურონ.

"ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ამ ქალაქის და აქ მცხოვრები ადამიანების მსახური იქნება. მესმის, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ რაიმე პრობლემა აქვთ, ჩვენ დავეხმარებით და მაქსიმალურად, რაც შეგვეძლება ხელს შევუწყობთ. ეს ქმედებები, რაც გამოიკვეთა ამ ადამიანებთან მიმართებაში კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები