მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ჰოლანდიაში გადაბარგდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ჰოლანდიაში გადაბარგდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ნიდერლანდებში დასახლდება. ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf მის ადვოკატ ოსკარ ჰამერშტეინზე დაყრდნობით წერს.

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილმა ქალაქ როტერდამში, მიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ოფისს ბინადრობის უფლების გასაფორმებლად მიმართა. ჰამერშტეინის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აპირებს ამსტერდამში დასახლდეს.

გასული წლის დეკემბერში ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიზა "ოჯახების გაერთიანების" უფლების საფუძველზე მიიღო, რადგან ის დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მათ ორი შვილი ჰყავთ.

12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. დღეს ის პოლონეთიდან ნიდერლანდებში ჩავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."