გიორგი მარგველაშვილი - მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს

გიორგი მარგველაშვილი - მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს

როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში არის რამდენიმე სადავო საკითხი. მე გამოვყავი 2 პრინციპული საკითხი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც განსაკუთრებით სადავოდ მიმაჩნია. პირველი არის რეკლამის საკითხი, რომელიც დამოუკიდებელ ტელევიზიებს და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრინციპს ურტყამს და მეორე, შესყიდვების საკითხი, რომელზეც მიმაჩნია, რომ არსებული შესყიდვების კანონი არ არის ადეკვატური. მისაღებია ახალი და ის უნდა იყოს ევროპული სტანდარტების, მაგრამ საერთოდ შესყიდვებზე რეგულაციის გაქრობა არასწორია.

ერთი კარგი ქართლური გამოთქმაა" მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო", რაღაც მიზეზი იყო საჭირო, რამენაირად, უკვე მერამდენედ დაიძლიოს პრეზიდენტის ვეტო. არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანება რამეში მაინც იპოვნოს მმართველმა გუნდმა და რაღაცაში მართლა მიაღწიონ წარმატებას, რაღაც სიმაღლე აიღონ ერთად, ეს არის ვეტოს დაძლევა. სულ ასე ხდება, ვისაც ახსოვს საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორია, ეროვნული ბანკის ვეტო... იძლეოდა ვეტო და მერე ჩემს შენიშვნებს გადაწერდნენ ლამაზი ხელით და ისევ იმ კანონს ცვლიდნენ. ასევეა კონსტიტუციაზეც, რასაც მე ვეტოში ვითხოვდი, 2017 წელს მიღებულ კონსტიტუციაში იმის ჩასწორება ხდება. აქ გვაქვს მარტივ რამესთან საქმე, როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

მგონია, რომ ვეტოს დაძლევენ, მერე ახალ კანონს არ მიიღებენ, დატოვებენ ძველ კანონს ძალაში, რაც შედეგობრივად იმას ნიშნავს, რომ ვეტო მიუღიათ, უბრალოდ ამას ვეტოს დაძლევად გააფორმებენ. მგონი, ერთობა უხარიათ, ყველანი ერთად რომ რაღაცის შემძლე არიან. ვეტოს დაძლევენ თუ ძველ კანონს დატოვებენ ძალაში, ორივე შემთხვევაში ეს არის კარგი და არ მიაყენებს ზარალს არც "საზოგადოებრივ მაუწყებლს", არც მედია ბაზარს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."