რეკორდსმენი "ლამბორჯინი"

რეკორდსმენი "ლამბორჯინი"

ამერიკელმა რიჩარდ ჯორდანმა აშშ-ში მოგზაურობისას საკუთარი ლამბორგჰინი ალლიარდო-თი 4 წელიწადში თითქმის 92 ათასი მილი (148 ათასი კილომეტრი) გაიარა. იმისთვის, რომ სუპერავტო კრედიტით შეეძინა და ხანგრძლივი მოგზაურობა წამოეწყო, ჯორდანმა 2006 წელს მთელი თავისი ქონება - ჩრდილო ტეხასში სახლი, აგრეთვე ავტომობილი და სხვა მატერიალური ფასეულობებიც გაყიდა (ოცნების ავტომობილის შეძენა ამერიკელმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საცოლე დაშორდა). რიჩარდს 90 ათასი დოლარი დაუგროვდა, რაც ავტომობილის შეძენისას თავდაპირველი შესატანისთვის საკმარისი თანხა იყო.

დანარჩენი 90 ათასი კი ჯორდანმა კრედიტით გამოიტანა. ამასთან, 4 წლის განმავლობაში მოგზაურობისას, მას 25 ათასი დოლარი დაეხარჯა (ამ თანხაში შევიდა სიჩქარის დაშვებული ნორმის გადაჭარბებისთვის გადახდილი 53 საჯარიმოს საერთო საფასურიც). რიჩარდი ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის ექსპლუატაციისას პრობლემები არასოდეს შეჰქმნია.

აღნიშნულ ალლიარდო-ს, გავლილი მანძილის მიხედვით, შეიძლება რეკორდსმენიც ვუწოდოთ. მანამდე "ლამბორჯინის" მიერ გავლილი მანძილის რეკორდული მაჩვენებელი 39 ათასი მილი (63 ათასი კმ) იყო და ეს მიღწევა ჯორდანის მანქანაზე უფრო ადრე გამოშვებულ ავტომობილს ეკუთვნოდა. საშუალოდ კი იტალიური სუპერავტოები იშვიათად გადიან 10 ათას მილზე (16 ათასი კმ) მეტ მანძილს.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)