სპეცოპერაცია პარიზში - დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს 8 მოქალაქე

სპეცოპერაცია პარიზში - დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს 8 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები პარიზში დააკავა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ "შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილი ბოლო დროს მომხდარი საქმეების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან".

"სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს. დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად.

ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან". აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. "ქურდული საერთო" ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს",-აცხადებენ შსს-ში.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებასთან.

"კრიმინალთან ბრძოლა აქტიურ ფაზაშია. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით იგეგმება საქართველოს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერება", - განაცხადა ლაცაბიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ