"სპეცოპერაციის ღამეს სპეცრაზმელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ" - რა თქვეს მაჩალიკაშვილების მეზობლებმა დაკითხვის დროს

"სპეცოპერაციის ღამეს სპეცრაზმელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ" - რა თქვეს მაჩალიკაშვილების მეზობლებმა დაკითხვის დროს

დუისის პოლიციაში დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის მეზობლები დაკითხეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ორი პირი მოწმის სახით დაკითხა, რომლებმაც სპეცოპერაციის ღამე გაიხსენეს და სპეცრაზმელებს შოროს მომხდარი კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდეს.

"დღეს დაკითხული მეზობლები არიან მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სპეცოპერაციის ღამეს სპეცრაზმელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, რომ ერთი მოუწოდება მეორეს, იარაღისთვის ხელი გაეშვა. დასაკითხია კიდევ რამდენიმე, რომლებიც ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არიან. სპეცრაზმელების ჩხუბის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან ეს ამტკიცებს, რომ იმ ღამეს შეცდომა მოუვიდათ და აფექტში მყოფმა სპეცრაზმელმა ისროლა თემირლანის მისამართით, რასაც არ უწონებდნენ სხვა თანამშრომლები", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

პანკისში, სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა, რომლის დროსაც 19 წლის თემრლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

შსს-ს სახელით მოქალაქეებს მესიჯები მიუვიდათ - რა განცხადებას ავრცელებს სამინისტრო

"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები

მანქანით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება