სან ფრანცისკო აშშ-ის პირველი ქალაქია, რომელიც მობილური ტელეფონების გამყიდველ კომპანიებს დაავალდებულებს, კლიენტებს რადიაციული გამოსხივების დონის შესახებ აცნობონ.
კანონპროექტი სან ფრანცისკოს მერიის სპეციალურმა კომისიამ უკვე მოიწონა და მას სულ მალე ხელს ქალაქის მერიც მოაწერს.
"ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს მობილურის გამოყენებაზე უარი ვათქმევინოთ. ჩვენი სურვილია, მომხმარებელი უფრო ინფორმირებული იყოს და გააზრებულ გადაწყვეტილებას იღებდეს", - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა ტონი უინიკერმა.
აღსანიშნავია, რომ მობილური კავშირის გიგანტებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს ჩატარებული კვლევების შედეგები, რომლის თანახმად ტელეფონის გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.