შაქრო კალაშოვს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა საქმეზეა ბრალდებული ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი

შაქრო კალაშოვს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა საქმეზეა ბრალდებული ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი

რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს შაქრო კალაშოვს, იგივე "შაქრო მალადოის" გამოძალვის საქმეზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

მოსკოვში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა კალაშოვმა ჯარიმის სახით 700 000 რუბლი გადაიხადოს.

გამოძალვის საქმეზე სულ 14 ადამიანია ბრალდებული, საიდანაც ორს სიკვდილის შემდეგ წარუდგინეს ბრალი. დარჩენილი თორმეტი წევრისთვის ბრალდების მხარემ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. გამოძიების ვერსიით, ყველა დამნაშავე "შაქრო მალადოის" მეთაურობით მოქმედებდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, საქმეში გამოძალვის ორი ეპიზოდია, კერძოდ, რესტორან "ელემენტსის" მფლობელ ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვა და ბიზნესმენ ლევ გარამოვისგან 10 მილიონი რუბლის გამოძალვა.

ასევე დაგაინტერესებთ: რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა

კალაშოვი ჟანა კიმისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 2016 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს. 2015 წლის დეკემბერში "საქმის გარჩევის" დროს ჟანა კიმის რესტორანთან სროლა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კალაშოვი დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური 2013 წელს, ასლან უსოიანის, იგივე "კანონიერი ქურდის" "დედ ჰასანის" გარდაცვალების შემდეგ გახდა. "შაქრო მალადოი" ხელმძღვანელობას უწევდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას. ბრალდების მხარის ინფორმაციით, შაქრო კალაშოვი ასევე ფლობდა "ქურდულ საერთოს", სადაც დაჯგუფების წევრები ფულს რიცხავდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ