ქეით მიდლტონმა დრესკოდი დაარღვია და ფემინისტები გააბრაზა - რა ხდებოდა BAFTA-ზე

ქეით მიდლტონმა დრესკოდი დაარღვია და ფემინისტები გააბრაზა - რა ხდებოდა BAFTA-ზე

კემბრიჯის ჰერცოგინიამ ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) დაჯილდოებაზე დრესკოდი დაარღვია და  მუქი მწვანე კაბით გამოჩნდა, თუმცა გენდერული საკითხებისთვის სოლიდარობის გამოხატვა აქსესუარებით მაინც შეძლო.

CNN წერს, რომ ქეით მიდლტონის შავი ქამარი სწორედ სოლიდარობის მინიშნება იყო.

ქალებზე სექსუალური ძალადობისადმი პროტესტის ნიშნად BAFTA-ს წლევანდელ დაჯილდოებაზე დრესკოდად შავი სამოსი დააწესეს. ყველა მოუთმენლად ელოდა, დაიცავდა თუ არა დრესკოდს ქეითი.

ორსული ჰერცოგინიას გაკრიტიკება სოციალურ ქსელებში ფემინისტებმა წითელ ხალიჩაზე მისი გამოჩენისთანავე დაიწყეს. ისინი ფიქრობენ, რომ ქალების უფლებებისთვის ბრძოლაში მიდლტონის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

როგორც გაირკვა, სამეფო ოჯახის წევრებს საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება საჯაროდ ეკრძალებათ, ამიტომ, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებდა მიდლტონი, დრესკოდის მიხედვით ჩაეცვა.

ამას გარდა, როგორც ბრიტანული მედია წერს, სამეფო პროტოკოლის მიხედვით, შავი სამოსის ჩაცმა ძალიან იშვიათად არის მიზანშეწონილი.

BAFTA-ს დაჯილდოებაზე ტელეწამყვანები და მსახიობები - მათ შორის ლუპიტა ნიონგო, ემა უოტსონი, ჯენიფერ ლოურენსი, მარგო რობი, ანჯელინა ჯოლი - შავი კაბებით მივიდნენ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ