ფეხშიშველი მღვდელი ყოველ დღე ადის მაღალ მთაზე, სადაც უძველესი ეკლესია მდებარეობს

ფეხშიშველი მღვდელი ყოველ დღე ადის მაღალ მთაზე, სადაც უძველესი ეკლესია მდებარეობს

ეთიოპიელი კოპტი მღვდელი ყოველ დღე რამდენიმე საათის მანძილზე მიცოცავს კლდეზე, რათა უძველეს, კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში ავიდეს.

"ბიბისის" ინფორმაციით, ჰაილესილასი კაჰსაის სალოცავი მაღალ მთაზე მდებარეობს, სადამდე მისასვლელი გზაც საკმაოდ რთული და სახიფათოა.

ეკლესია კლდეშია ამოკვეთილი. სალოცავი საკმაოდ ძველია, ის წმინდა აბუნა იემატამ ააშენა და მეექვსე საუკუნით თარიღდება.

მღვდელი ძალიან ადრე იღვიძებს, დილის 6 საათამდე სახლის საქმეებს აგვარებს, საჭმელს ამზადებს და შემდეგ ეკლესიის გზას მიუყვება. სალოცავამდე მისასვლელად ჰაილესილასის, დაახლოებით, 2 საათი სჭირდება.

მთაში ყოფნისას, დროის უმეტეს ნაწილს უძველესი წიგნების შესწავლას ანდომებს.

"ძალიან მიყვარს, როცა მთელი დღე ჩემს წიგნებს ვკითხულობ, აქ სრული სიჩუმეა და არავინ არის, ვისაც დაველაპარაკები,"- ამბობს ღვთისმსახური.

გზად მღვდელს 10 მეტრიანი სრულიად ვერტიკალურ მონაკვეთზე აცოცებაც უწევს, ჰაილესილასის არც თოკები აქვს და არც სხვა საგანგებო აღჭურვილობა, ეკლესიამდე ის ფეხშიშველი ადის.

მღვდლებს, რომლებიც სალოცავს პატრონობდნენ, საუკუნეების მანძილზე, გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ ეკლესიაში მარხავდნენ. არცერთი მათგანი მთაზე აცოცების დროს არ ჩამოვარდნილა. ჰაილესიასი ამბობს, რომ მათ ცხრა წმინდანი იფარავს, რომლებიც იმავე მთაზე ცხოვრობენ.

კოპტი მღვდელი ეკლესიას შებინდებამდე კეტავს და სახლში ბრუნდება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ