"ვკითხულობ სისულელეებს, რომ თითქოს ოქროს დანა-ჩანგალი მაქვს..." - როგორ დააგროვა ქონება დავით საგანელიძემ

"ვკითხულობ სისულელეებს, რომ თითქოს ოქროს დანა-ჩანგალი მაქვს..." - როგორ დააგროვა ქონება დავით საგანელიძემ

"დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში" - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. საგანელიძის განმარტებით, მართალია ოფიციალურად მას გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე დეპუტატს, თუმცა ის იგივე თანხას იღებს ხელზე, რასაც პარლამენტარები იღებენ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა იმ ჭორებზეც ისაუბრა, რომელიც მის ქონებასთან დაკავშირებით ვრცელდება:

წაიკითხეთ: რაში ხარჯავს ხელფასის დიდ ნაწილს დავით საგანელიძე - "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვამბობ..."

"ვკითხულობ ასეთ სისულელეებსაც, რომ თითქოს ოქროს დანა-ჩანგალი მაქვს სახლში, ჩემი ბინა, დეკლარაციაში რომ წერია: სახლის მისამართი, მე-6 სართული და კვადრატული 200, სართული ექვსი და კვადრატული გადაიყვანეს 6 200-ში; თურმე, ვთქვი რომ 30-40% ჩინელი უნდა ჩამოსახლდეს და თითქოს ჩაის პლანტაციებს მათთვის ვაშენებ... ამაზე მეტი დემაგოგია და სიბინძურე არ გამიგია, თანაც იმ ხალხისგან, რომელსაც ცხოვრებაში ერთი კეთილი საქმე არ გაუკეთებია.

რაც შეეხება, როგორ დავაგროვე ქონება... პარლამენტში 1999 წელს შევედი, ახალი სახეები ვიყავით რამდენიმე ბიზნესმენი. მაშინ დათო საგანელიძე იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, 1800 ადამიანი მარტო ერთ კომპანიაში მუშაობდა ჩემთან. ამასთან, ვიყავი ერთადერთი ადამიანი იმ პერიოდში, ალბათ მთელ მსოფლიოში, რომელიც იყო ქვეყანაში ორი უმსხვილესი ბანკის - "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ნახონ იმდროინდელი ჩემი ქონება, როცა მე პარლამენტში შევედი და ჩემი ოპოზიციაში ყოფნის დროს მეოცედი დარჩა ალბათ მისგან. მაპატიეთ ამ თემაზე რომ ვსაუბრობ... შვილებს გეფიცებით, ამაზე არასდროს მისაუბრია, ჩემმა ოჯახმაც არ იცის ამის შესახებ, ახლა დედაჩემი მიყურებს და მანაც არ იცის... ამას მალაპარაკებენ, იმიტომ რომ ამდენ სიბინძურეს და ზიზღს ვხედავ, თუმცა არ მინდა მათ ვუპასუხო და მათ დონეზე დავიდე. ერთადერთი, ამით ხელს მაინც ნუ შეუშლიან საქმეს..." - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი ხელფასია 16 000 ლარი, რომლის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები