21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. გუშინვე მისი მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.

"ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტომანქანიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა - ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ