ავტორი:

ქართველი, რომელიც ამერიკაში ჩაკ ნორისის მიწვევით წავიდა - გაიცანით ჩემპიონი მამა-შვილი ნიუ-იორკიდან

ქართველი, რომელიც ამერიკაში ჩაკ ნორისის მიწვევით წავიდა - გაიცანით ჩემპიონი მამა-შვილი ნიუ-იორკიდან

5 წლის ქართველი გოგონა რენე, ცოტა ხნის წინ კარატეში რვა წლის გოგონათა შორის მსოფლიო თასის მფლობელი და ჩემპიონიც გახდა, ხოლო იმავე ასაკის ბიჭებში მეორე ადგილი დაიკავა. რენე ფასეიშვილს კარატესადმი სიყვარული მემკვიდრეობით, მამისგან გადაეცა - გოჩა ფასეიშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი, კიკბოქსინგში კი ამერიკის ვიცე-ჩემპიონია, საქართველოდან შტატებში 20 წლის წინ გაემგზავრა. მსოფლიო ჩემპიონ მამა-შვილს ნიუ-იორკში დავუკავშირდით. ჩემპიონების ოჯახის შესახებ გოჩა ფასეიშვილი გიამბობთ.

ამერიკაში 20 წლის წინ ჩაკ ნორისმა მიმიწვია

"1990-იან წლებში რუსთავში მე და ჩემმა მეგობრებმა კიკ-ბოქსინგის კლუბი დავაარსეთ, ასევე აქტიურად ვიყავი დაკავებული კრივით, თუმცა საბჭოთა კავშირის პერიოდში კრივი აკრძალული იყო და მე მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვარჯიშის საშუალება მქონდა. ცოტა მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა უფრო აქტიურად დავკავდი სპორტის ამ სახეობით და მის განვითარებაზეც ვიზრუნე. 1997 წელს მსოფლიო ჩემპიონატს, ცნობილი ამრიკელი მსახიობი და მებრძოლი ჩაკ ნორისი ატარებდა, სხვათაშორის დღემდე ინარჩუნებს ამ ტრადიციას და თავად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატებს.

სამწუხაროდ, მაშინ ბილეთის ფულის არქონის გამო ვერ ჩავედი ჩემპიონატზე, მაგრამ სამი თვის შემდეგ შევძელი ამერიკაში ჩასვლა. მთელი ცხოვრება ოცნებად მქონდა ამერიკაში რინგზე გამოსვლა და ავისრულე... ჩაკ ნორისს კალიფორნიაში შევხვდი, ის დაესწო ჩემს ბრძოლებს. მისი კლუბის წევრს ვხვდებოდი და სურვილი გამოთქვა, რომ ჩემი ბრძოლის ეპიზოდებს შორის თავისი სარეკლამო რგოლი გაეშვათ, 15 მონაწილედან აირჩია მხოლოდ ჩემი ბრძოლა მისი რეკლამისთვის, რომელიც მაშინდელ სპორტულ არხებზე ხშირად ტრიალებდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, ვისთან ისურვებდი შეხვდრასო, მაიკ ტაისონთანმეთქი ვუპასუხე. გავიდა რამდენიმე წელი და ჩემს დაბადების დღეზე ატლანტიკ სითიში კაზინოში მპატიჟებენ, თან მითხრეს სიურპრიზი გვაქვს შენთვისო, შევდივარ და ვხედავ მაიკ ტაისონს. ტაისონი დაპატიჟეს ჩემს დაბადების დღეზე! ძალიან გამიხარდა, მომილოცა დაბადების დღე, სპეციალურ ხელთათმანზე დამიწერა დაბადების დღის მისალოცი წარწერა - ის იყო პირველი ვინც ჩემი მეუღლის ორსულობის შესახებ შეიტყო. მაიკი შემდეგ კარგად გავიცანი, მან იცოდა, რომ მე საქართველოდან ვარ".

რენეს მსოფლიო თასი კარატეში

"რენე რამდენიმე დღის დაბადებული იყო ბოქსის ილეთები, რომ გავაკეთებინე. მე სპორტის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება და ბავშვსაც დაბადებისთანავე დავაწყებინე ვარჯიში, თან ჩვენს მეცადინეობებს ვიდეოზე ვიწერდი და შემდეგ ვაჩვენებდი. იმდენად მოეწონა, რომ შეუყვარდა ეს სპორტი. ამჟამად სპორტის ხუთ სახეობაში ვარჯიშობს - ბოქსი, კიკბოქსინგი, კარატე, ცურვა და ფეხბურთი.

იანვარში ვირჯინიაში მიმიწვიეს კარატეში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ბავშვებიც 7-8 წლის ასაკის, 8-10 წლის და დიდებიც. რენე ყველანაირად მომზადებული მყავდა და მაშინ ვიფიქრე იქნებ მიიღოს მონაწილეობამეთქი.

ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ ბავშვი მზად იყო გასასვლელად, რადგან იქ რენეს ასაკობრივი ჯგუფი არ იყო იუარეს - 5 წლის არის და ორი წელიწადი უნდა დაელოდოთო. არ დავნებდი, ვაჩვენე ვიდოები, როგორ ვარჯიშობდა 5 წლის რენე და არ დაიჯერეს, ძალიან გაუკვირდათ. ბევრი მოლაპარაკების, წერილობითი თანხმობის შემდეგ რამდენიმე წუთი დავაყენოთო მითხრეს. აი, ეს რამდენიმე წუთი დამთავრდა ჯერ 8 წლის ასაკის ბიჭების შეჯიბრში მეორე ადგილის მოპოვებით და შემდეგ ამავე ასაკობრივი ჯგუფის გოგონებში მსოფლიო ჩემპიონის თასის აღებით. დარბაზი გაოცებული იყო, იქ წარმოდგენილი სპორტული სამყაროს წევრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ბავშვი მიხვდა, რომ შრომა დაუფასდა".

ნიუ-იორკის საუკეთესო მამა

"ნიუ-იორკის საუკეთსო მამა - ასე შემარქვეს აქაურებმა. ამერიკელი ქალბატონები ხშირად მომმართავენ რჩევებისთვის ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. მეკითხებიან, რას ეუბნები რენეს ფინალურ რინგზე გასვლის წინ, ასე გამეტებით რომ ჩხუბობსო? - როგორც გიყვარვარ ისე იჩხუბემეთქი, თუ საშუალოდ გიყვარვარ საშუალოდ, თუ ძალიან გიყვარვარ ძალიან იჩხუბეთქო. ჩხუბობდა, თან მამას უმტკიცებდა სიყვარულს! მე ვარ რენეს მწვრთნელი, მაგრამ პირველ რიგში ბავშვი ჩემში ხედავს არა მამას და მასწავლებელს, არამედ თავის ჭკუის ადამიანს, მეგობარს.

ჩვენ 24 საათს ერთად ვატარებთ, მე მისი ენერგიის მარაგი მთლიანად შევისწავლე, ვავარჯიშებ ტაქტიკურად და არა ფიზიკურად, ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. ჩემთვის მთავარია, რომ რენე არ დაიღალოს და მას ბავშვობა არ წავართვა, ვარჯიშის წინ გვაქვს ტრადიცია - ჯერ ვუქმნი განწყობას, ვეთამაშები. სამი წელიწადი ისე ვამეცადინებდი, რომ მას ეს თამაში ეგონა, დამსდევდა და მეუბნებოდა - მამა ვითამაშოთ. მე რომ რენესთვის ვარჯიშის კონკრეტული დრო და ხანგრძლივობა დამეწესებინა, ის აუცილებლად შეიძულებდა ამ სპორტს, ამიტომ ის თამაშ-თამაშით გახდა მსოფლიო ჩემპიონი".

"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი შეიყვანეს

გურჯაანში კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს