ავტორი:

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი მოათავსეს. პაციენტი მესტიიდან არის.

ასაკოვან ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში შეიყვანეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მას პნევმონია აღენიშნება, ასევე თანმხლები დაავადებები აქვს.

ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 პაციენტი მკურნალობს.

გურჯაანში კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს

"ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა" - ამირან გამყრელიძე Covid-19-ის ახალ შემთხვევბსა და რეგულაციების გამკაცრებაზე

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან