გუდაურის გადასახვევთან, ცენტრალური გზის სავალი ნაწილი პოლიციას აქვს გადაკეტილი

გუდაურის გადასახვევთან, ცენტრალური გზის სავალი ნაწილი პოლიციას აქვს გადაკეტილი

გუდაურის გადასახვევთან, ცენტრალური გზის სავალი ნაწილი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, რის გამოც გზის აღნიშნულ საავტომობილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა მთლიანად აკრძალულია. შეზღუდვა ვრცელდება ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეც.

აღსანიშნავა, რომ მოქალაქეების ნაწილი სამართალდამცველებს სთხოვს გახსნან საავტომობილო გზის მონაკვეთი ან უთხრან კონკრეტული დრო, თუ როდის იქნება შესაძლებელი გადაადგილება. თუმცა საპატრულო პოლიცია მოსახლეობას კონკრეტულ დროს ვერ ეუბნება. ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა კი საკუთარ სახლებამდე მისვლას ფეხით ცდილობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სავარაუდოდ ნატახტარში მიმდინარე აქციას უკავშრდება, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ.

ნახეთ LIVE: რა ხდება ნატახტარში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით სოფელმა გზა გადაკეტა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი